ეწერის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნინო ვაშაკიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
07-12-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ვაშაკიძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანს სტატუსი მოიპოვა.

სკოლის პედაგოგები ნინო ვაშაკიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა და პედკოლექტივი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ვაშაკიძეს ულოცავს სტატუსის ამაღლებას და წამყვან მასწავლებლობას, უსურვებს კარიერულ წინსვლას, კიდევ მრავალ წარმატებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203