
ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა - ინგა ბერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.
პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის ქალბატონ ინგას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს დირექტორს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ განვითარებას!