თბილისის N217 სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ თოთრაშვილმა და გიორგი ჭანტურაიამ ონლაინ ვიქტორინაში გაიმარჯვეს
07-12-2020

თბილისის N217 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა მარიამ თოთრაშვილმა და მეათეკლასელმა გიორგი ჭანტურაიამ ონლაინ ვიქტორინაში გაიმარჯვეს. ისინი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

25 ნოემბერს X და XI კლასელ მოსწავლეთა საქმიანი ონლაინშეხვედრა გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექციასა და თვითმართველობასთან.

მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს ონლაინ ვიქტორინაში, რომელშიც გაიმარჯვეს მეთერთმეტეკლასელმა მარიამ თოთრაშვილმა და მეათეკლასელმა გიორგი ჭანტურაიამ, რომლებიც დაჯილდოვდნენ საჩუქრებით უნივერსიტეტის წარმომადგენლობისაგან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203