
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ნაზი ლაცაბიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
პედაგოგმა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები წარმატებით შეასრულა და კარიერული წინსვლაც დაიმსახურა.
დირექცია ულოცავს ნაზი ლაცაბიძეს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს მას.