
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერისიმედის საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ „ახალი სკოლის მოდელის“ ეგიდით მიმდინარე ტრენინგებში „ლიდერი მასწავლებელი“.
პედაგოგები ტრენინგების საშუალებით მეტ ცოდნას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. მათთვის ეს სიახლეცაა და საინტერესო გამოცდილებაც.
მასწავლებლების მიერ ახალი ცოდნის მიღება და გაზიარება მოსწავლეებზეც დადებითად აისახება და სასწავლო პროცესი უფრო ნაყოფიერი ხდება.