
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა არაზ მუსაევმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
პედაგოგმა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები წარმატებით შეასრულა და საგნის გამოცდაც 10 კრედიტზე ჩააბარა. ის ერთი წელია რაც სკოლაში ასწავლის და უკვე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის წარმატებული მასწავლებელია.
დირექცია მასწავლებელს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს.