„გამომშვიდობება შემოდგომასთან“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ღონისძიება დისტანციურად გამართეს
07-12-2020

„გამომშვიდობება შემოდგომასთან“ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება დისტაციურად ჩაატარეს. მათ ხელოვნების მასწავლებელი მალვინა შავლიძე და კლასის ხელმძღვანელი შორენა მიქელაძე ხელმძღვანელობდნენ.

მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესშიც და ონლაინ ღონისძიებებში.

ამჯერადაც, საშემოდგომო ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. ბავშვებმა ისაუბრეს შემოდგომაზე, წელიწადის ამ დროის სილამაზესა და გამორჩეულობაზე. მათი შემოქმედება პედაგოგმა ერთ ვიდეოდ აქცია და დისტანციური ზეიმიც ასე შედგა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203