ზვარეს საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
07-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ხუთმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მოიპოვა.

ესენი არიან:

1. ასმათ ბერიძე (ინგლისური ენა);

2. თეონა გოგიტიძე(ინგლისური ენა);

3. ნინო ბარამიძე(რუსული ენა);

4. მანანა ჩიკვაიძე (ბიოლოგია);

5. ლეილა გორგილაძე (დაწყებითი განათლება);

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203