დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორმა მურმან კონცელიძემ და პედაგოგმა მაგული დიასამიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
07-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დირექტორმა და ამავე დროს ისტორიის მასწავლებელმა მურმან კონცელიძემ და ბიოლოგიის პედაგოგმა მაგული დიასამიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაირეს და წამყვანის სტატუსი მოიპოვეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203