გორის N1 სკოლის პირველკლასელებმა ზამთრის დადგომა ნამუშევრებით აღნიშნეს
07-12-2020

გორის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ზამთრის დადგომა ნამუშევრებით აღნიშნეს. 

მოსწავლეები პედაგოგ ნია ძამაშვილის შეთავაზებულ აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

„ზამთარში თოვლს და სიცივეს
ველოდით აქაურები,
სასრიალოდ კი მზადა მაქვს
ციგა და თხილამურები.

შემოდგომაც გავაცილეთ,
მოთოვა კიდეც, აცივდა,
ზამთრის ძლიერი ქარისგან
ნაძვებს გუნდები დაცვივდა.

მთაში მივდივარ თამამად,
თან მიმაქვს თხილამურები,
აღარ მანაღვლებს არარად
რომ გამეყინა ყურები“.

I კლასი გილოცავთ ზამთრის დადგომას!“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203