ოზურგეთის N4 სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მარიამ მახარაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
04-12-2020

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მარიამ მახარაძე izrune.ge-ს ტესტებს აქტიურად აკეთებს და ბრწყინვალე შედეგები აქვს.

„აღფრთოვანებულია! ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამება ბავშვის ემოციას. ძალიან შემეცნებითი პროექტია. მე, როგორც მშობელს, მომწონს ის, რომ არის ბევრი რამ, რაც არ ისწავლება სასკოლო პროგრამით. მაგ: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და სულხან-საბას „სიტყვის კონა“. რა თქმა უნდა, ჩვენი პირადი მენეჯერი ძალიან გვიწყობს ხელს, მიგვითითებს ბევრ საკითხზე, რაც შემდგომ ტესტის ადვილად შესრულებაში გვეხმარება. მადლობა ამისთვის izrune.ge--ს მენეჯერს ნინი ბორტიშვილს“, - ამბობს მარიამ მახარაძის მშობელი.

3 დეკემბერს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203