შატილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყეს
04-12-2020
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად. განათლების სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით აშენდა თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი, 20 ბავშვზე გათვალისწინებული 2 სართულიანი სკოლა პანსიონი, მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, სველი წერტილები, გაკეთდა ახალი სპორტული მოედანი.