
ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
ესენი არიან: დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნონა გორგაძე, ისტორიის მასწავლებელი ანზორ ბასილაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მადლენა მელაძე.
პედაგოგიური კოლექტივი დირექტორსა და ორ პედაგოგს შემდგომ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს.