თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა - ედუარდ ზაქარიაძემ, ალექსანდრე მანელიძემ და ანი ალავერდიანმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
04-12-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის II კლასის სამმა მოსწავლემ: ედუარდ ზაქარიაძემ, ალექსანდრე მანელიძემ და ანი ალავერდიანმა მონაწილეობა მიიღეს izrune.ge-ს ნოემბრის შემაჯამებელ ტურში და სამივემ ოქროს დიპლომი მოიპოვა.

პატარების დამრიგებელი ნატალია წიკლაურია.

„ვულოცავთ მათ ამ დიდ გამარჯვებას. ვუსურვებთ მომავლშიც ულევ წარმატებასა და წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203