
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში ორმა პედაგოგმა - ნონა ვარდმანიძემ (ისტორიის მასწავლებელმა) და სალომე კახიძემ (ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა) წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება.
პედაგოგებს აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებს!