
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.
სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ნაირა მუსაევამ სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.