საცხენისის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქეთევან გარაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
04-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ქეთევან გარაშვილმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203