ბათუმის N20 სკოლის კლუბ „სკრიპტორიუმის“ წევრები პირველი კონკურსისთვის ემზადებიან
04-12-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის კლუბ „სკრიპტორიუმის“ მონაწილეები პირველი კონკურსისთვის ემზადებიან. მათ უნდა შეასრულონ დავალება, რომელიც ითვალისწინებს „თხრობას მთხრობელის შეცვლით“. 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებული კონკურსის პირობები ასეთია: 

  • წაიკითხე რომელიმე საკონკურსო წიგნი;
  • რომელიმე ეპიზოდი/ამბავი მოაყოლე სხვა პერსონაჟს;
  • შეეცადე ეპიზოდის/ამბის განსხვავებული პერსპექტივა გადმოსცე, მაქსიმუმ, 400 სიტყვით;

საკონკურსო წიგნები:  საოცრება ავტორი რ. ჯ. პალაციო, მე კოსმო ავტორი ქარლი სოროსიაკი, ფრედ ეიეტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა ავტორი ჯენი კირსონი.

წარმატებები და გამარჯვებები კლუბ „სკრიპტორიუმს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

სასკოლო შემოქმედებითი კლუბი „სკრიპტორიუმი“ შეიქმნა ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, 2019-2020 სასწავლო წელს. კლუბში გაწევრიანებულნი არიან მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203