
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამრიდონ ჩეგიანის სახელობის პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საახალწლოდ მორთეს.
მოსწავლეებმა საახალწლო თემაზე ნახატები დახატეს და საკლასო ოთახის კედელი დაამშვენეს, ასევე ფერადი ქაღალდებით ლამაზი დეკორაციები დაამზადეს.
ბავშვებს არც პანდემიური ვითარებიდან გამოწვეული წესები და კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებელი სტიკერები დავიწყებიათ.
იხილეთ ფოტოები