ვახტანგისის N2 სკოლის მასწავლებელმა, ხათუნა შიუკაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
04-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ხათუნა შიუკაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსის ცვლილებას ელოდება. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203