
ცაგერის მუნიციპალიტეტის მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ნოემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-2 კლასის მოსწავლე ილია ცხვედიანმა ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.