
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ნოემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ლუკა ერბელიძემ, მათე ერბელიძემ და თათია ერბელიძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები