ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ტვილდიანმა izrune.ge-ს დიპლომი მოიპოვა
04-12-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ნოემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-9 კლასელმა გიორგი ტვილდიანმა ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203