ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა და მათე მოისწრაფიშვილებმა izrune.ge-ს დიპლომები დაიმსახურეს
04-12-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ნოემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-4 კლასელმა ლუკა მოისწრაფიშვილმა და მე-3 კლასელმა მათე მოისწრაფიშვილმა ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203