სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ, მანანა ბეგიაშვილმა და 1-ელი კლასის მოსწავლემ ანდრია ბეგიაშვილმა ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო