ჯვარისის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
04-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯვარისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე სამმა პედაგოგმა გაიარა გარე დაკვირვება წარმატებით და 4 კრედიტქულა დაიმსახურა.

ესენი არიან: ფიზიკის მასწავლებელი აზა ქათამაძე, რუსული ენის მასწავლებელი სერგო სირბილაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი მირანდა გიორგაძე.

გარე დაკვირვების წარმატებით გავლა პედაგოგებისთვის პროფესიული წინსვლის სქემაში დაწინაურებას და წამყვანის სტატუსის მიღებას ნიშნავს.

დირექტორი ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203