ქუთაისის N30 სკოლის მოსწავლეები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობენ
04-12-2020

ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

„პირველ ეტაპზე პროექტში დაწყებითი კლასის მასწავლებლები ჩაერთვნენ, წელს კი საბაზო საფეხურის მასწავლებლებიც შეუერთდნენ. სკოლის ყველა მასწავლებელი ესწრება ტრენინგებს და მიღებული ცოდნა გადააქვთ საკლასო ოთახში. სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლები სწავლების პროცესს კომპლექსური დავალებებით გადიან, ხოლო  საბაზო საფეხურის ყველა კლასში ტარდება ტრენინგის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი  კომპლექსური დავალებები.

აღსანიშნავია, რომ დავალებები მორგებულია დღევანდელი პანდემიის გამო შექმნილ ონლაინ სასწავლო რეჟიმს. პროექტი და შესაბამისად, კომპლექსური დავალებები ორიენტირებულია მოსწავლეთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდნენ დავალებებს და მათთვის სწავლის პროცესი უფრო მეტად მოტივირებული და საინტერესო გახდა. მოსწავლეებს უფრო მეტად შეუძლიათ ჩაწვდნენ ცნებების არსს და შეძლონ ცოდნის კონსტრუირება. განსაკუთრებით ეს პროექტი სასარგებლო აღმოჩნდა ე.წ. „ხმადაკარგული მოსწავლეებისათვის“, რადგან არც ერთი მოსწავლე არ რჩება პროცესს მიღმა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი იქნება პროექტი მაშინ, როდესაც ის საბაზო საფეხურზე დანერგვის ეტაპზე გადავა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203