
დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყო, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას, რეგულაციების გამო პერიოდულად უწევს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა.
„სკოლის ყველა მოსწავლისთვის ინტერნეტი ხელმისაწდომია, მაგრამ მთის მკაცრი პირობების გამო, ხშირად ელექტროენერგიის და შესაბამისად, ინტერნეტის გარეშეც ვრჩებით. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები და მოსწავლეებიც თავს არ ზოგავენ, მაინც თითქმის უყმაყოფილოები ვრჩებით, ვინაიდან პირდაპირ, უშუალოდ სკოლაში სწავლებით მაინც სხვა შედეგზე გავდივართ, ამასთან, პედაგოგთა მიერ დაგეგმილი სასკოლო აქტივობებიც სკოლის ცხოვრებას საინტერესოს ხდის“,-აღნიშნავს დირექტორი ირმა ცქიფაშვილი.