წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ფრინველის სახლის მაკეტები დაამზადეს
04-12-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასელებმა ფრინველების სახლის მაკეტები დაამზადეს.

პატარა ხელმარჯვე ოსტატებმა ფრინველების სახლის მაკეტების დასამზადებლად მუყაო, ფერადი ქაღალდები, ხილის წვენისა და მაწვნის ქილებიც კი გამოიყენეს. ამის გაკეთება ბავშვებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გამოსაზამთრებლად აქ დარჩენილი ფრინველების ცხოვრებას მხატვრული ტექსტების დახმარებით გაეცნენ.

სამომავლოდ კლასის ხელმძღვანელმა თეა ჭუმბურიძემ ბავშვებს „შაშვების ქალაქის გაშენება“ და სკოლის ეზოს ფერადი ჩიტების სახლებით დამშვენება შესთავაზა. აღნიშნული პროექტი მშობლების, კერძოდ, მამების აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

სკოლის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ საინტერესო იდეის განხორციელებას ხელმარჯვე პატარები აუცილებლად შეძლებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203