
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის გერმანული ენის პედაგოგმა, ნანა კოპალიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა შორენა ხეცურიანმა, დაწყებითი კლასების პედაგოგმა ნონა ბერიძემ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნინო ნემსიწვერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლის დირექტორი დავით ცვარიანი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.