თბილისის N71 სკოლის მოსწავლე ვიქტორია არაქელიანმა izrune.ge-ს დიპლომი მოიპოვა
04-12-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ვიქტორია არაქელიანმა izrune.ge-ს ტესტის წარმატებით შესრულებისთვის ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა. მისი ოჯახი გახარებულია მოსწავლის შედეგით.

„ეს ჩემი უფროსი გოგონაა, ვიქტორია არაქელიანი, 10 წლის. თბილისის N71 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. ინტერესით აკეთებს ტესტებს და მოსწონს სხვადასხვა სახის საკითხები, რასაც გვთავაზობთ.
ცდილობს მაქსიმალურად სწორედ უპასუხოს ყველა კითხვაზე. მადლობას გიხდით ამ მშვენიერი პროექტისთვის, სადაც თავისი ცოდნა ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს მზრუნველ დამრიგებელსაც“, - ამბობს მშობელი ანნა კულინა.

3 დეკემბერს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203