ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
04-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლის მოსწავლეები  მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებმა  ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს. 

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ინოვაციურ პორტალში აქტიური ჩართულობისათვის!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.   

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203