„გვიყვარს და ვამაყობთ“ - ქუთაისის N21 სკოლის მესამეკლასელმა ანასტასია ქუთათელაძემ ჭადრაკის საერთაშორისო შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
04-12-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ქუთათელაძემ ჭადრაკში 7-8 წლამდე გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

„ანასტასია მესამე კლასის მოსწავლეა. ძლიერ ინტელექტუალური, მათემატიკური და კონცენტრაციის უნარებით გამორჩეული, განსაკუთრებული ნიჭის, ბრძოლის უნარიანი, შრომისმოყვარე და საზრიანი. გვიყვარს და ვამაყობთ ანასტასიათი. მომავალ წარმატებებს უსურვებს სკოლა!“-აღნიშნავს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.

პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ, რადზიკოვსკას მემორიალის ფარგლებში გაიმართა მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ქართველი ნორჩ მოჭადრაკეების მონაწილეობით. 82 მოზარდის მონაწილეობით გამართულ ტურნირი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ქართველი ბავშვების ტრიუმფით დასრულდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203