
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დირექტორმა ზირაქი ჯანელიძემ წელს სტატუსი გამოცდით აიმაღლა და სპორტის წამყვანი მასწავლებელი გახდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.