
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, მათე ტელეგამ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.
„მე მათე ტელეგა ვარ, ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე. ჩემი მასწავლებელი - ნათია აბულაძეა. ძალიან მომწონს izrune.ge და ველოდები ყოველ ხუთშაბათს. ყურადღებით ვაკეთებ ტესტებს და მიხარია ჩემი ცოდნის შემოწმება. თქვენი ტესტები უკეთესად სწავლის მოტივაციას მაძლევს.
მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ტესტების გაკეთებას. მადლობას გიხდით თქვენ, ჩემს მშობლებს და ჩემ უსაყვარლეს ნათია მასწავლებელს“, - ამბობს მათე.
3 დეკემბერს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.