ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მანანა ფიფიამ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
04-12-2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, მანანა ფიფიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექტორი ნინო ჭილაია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203