ზანათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
04-12-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მირანდა ჟორჟოლიანმა, ქიმიის პედაგოგმა ინგა დამენიამ და ბიოლოგიის მასწავლებელმა ლია კუპრეიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, 4 კრედიტი მიენიჭათ და სტატუსის ცვლილებას ელოდებიან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203