ონტოფოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნონა ჯაკონიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
04-12-2020

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებელმა, ნონა ჯაკონიამ გარე დაკვირვება გაიარა ფიზიკაში, მიენიჭა 4 კრედიტი და სტატუსის ცვლილებას ელოდება.

ნონა ჯაკონია სკოლაში ფიზიკას და ხელოვნებას ასწავლის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203