
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათემატიკის პედაგოგმა, ქეთევან შელიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, 4 კრედიტი მოიპოვა და სტატუსის ცვლილებას ელოდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.