შუამთის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
03-12-2020

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის სამმა პედაგოგმა წარმატებით გარე დაკვირვება გაირა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

ესენი არიან:

1. ქიმიის პედაგოგი გულნარა გუმბერიძე;

2. რუსული ენის პედაგოგი სვეტლანა შარაშენიძე, რომლმაც გარე დაკვირვება დისტანციურ რეჟიმში გაიარა;

3. ინგლისური ენის პედაგოგი ინგა კეკოშვილი.

სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203