
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ორმა მასწავლებელმა - მაია ღვინიანიძემ (ინგლისური ენის პედაგოგი) და მანანა ჩაჩუამ (გეოგრაფიის მასწავლებელი) გარე დაკვირვება წარმატებით გაირეს და წამყვანის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.