ფერეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს, მაია გეგიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
03-12-2020

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, მაია გეგიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

სკოლის დირექცია ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203