მუქედის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა - ვარლამ ნანობაშვილმა და ნუნუ თვალაბეიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
03-12-2020

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ორმა პედაგოგმა წარმატებით გაირა გარე დაკვირვება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

ესენი არიან:

1. ვარლამ ნანობაშვილი მათემატიკის წამყვანი პედაგოგი;

2. ნუნუ თვალაბეიშვილი ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203