საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს თეონა ზუხბაიას წამყვანის სტატუსი მიენიჭა
03-12-2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თეონა ზუხბაიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის დირექტორი მაია შუშანია და სკოლის კოლექტივი პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203