პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბმა სემინარი ჩაატარა
03-12-2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბმა 20 ნოემბერს „მშობელთა კლუბის“ სემინარი ჩაატარა.

სესია 6. თემა: სასწავლო გარემო.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა:

  • როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სასწავლო გარემო;
  • უსაფრთხო და მზრუნველი ატმოსფერო;
  • პოზიტიური და მუდმივი დისციპლინა;
  • დროის სწორი მართვა, ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც გამოკრულია და სრულდება;
  • სტრუქტურირებული აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და არის სახალისო-პრაქტიკული;
  • თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება მასწავლებელსა და ბავშვს, ასევე მშობელსა და შვილს შორის.

სემინარი დატვირთული იყო მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით. სემინარს ესწრებოდნენ, როგორც მშობლები, ასევე პედაგოგები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203