ბაღდათის N1 მასწავლებლებმა - ნათია მეფარიშვილმა და ელენე საყვარელიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
03-12-2020

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ნათია მეფარიშვილმა და მათემატიკის მასწავლებელმა, ელენე საყვარელიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203