
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა წლევანდელი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წევრმა ივანე დიდებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
პედაგოგმა დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება და 4 კრედიტი დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
დირექტორი რომან ქავთარაძე და პედაგოგები ულოცავენ ივანე დიდებელს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ მას.