
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლექსო არევაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთო და წარმატებითაც იასპარეზა.
მოსწავლემ „ეტალონის“ ღონისძიებაზე 71 ქულა მიიღო და ყველაზე მაღალქულიან მე-9 კლასელთა შორის მოხვდა.
ვახანის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ლექსო არევაძეს „ეტალონის“ წარმატებულ მოსწავლეთა რეიტინგში მოხვედრას.
იხილეთ ფოტო