
გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა, მანანა ხაჩიაშვილმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგები მანანა ხაჩიაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ფიზიკის მასწავლებელს, მანანა ხაჩიაშვილს წამყვანის სტატუსის მინიჭებას“,-ნათქვამია მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.