ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი მურადაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
03-12-2020

კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ლალი მურადაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. მასწავლებელი თავის პატარა მოსწავლეებს მადლობას უხდის.

„ამ პანდემიის დროს მე და ჩემმა პატარებმა ერთად  მივაღწიეთ  წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ  პირდაპირი სწავლებიდან  მოულოდნელად მოგვიწია  დისტანციურ  სწავლებაზე გადასვლა და  ამავდროულად, გარე დაკვირვებაც გავიარეთ ამ  რეჟიმში, ჩემმა I-II კლასელებმა (კლას-კომპლექტი)  იყოჩაღეს, დადებითი შედეგიც მივიღეთ და სკოლაში  გასულებს, მოტივაციის ამაღლების მიზნით მცირედი სიურპრიზი დავახვედრე. მათი ბედნიერი სახეების  ხილვა უკვე  წარმატებაა ჩემთვის, თქვენ ჩემი პატარა გმირები ხართ“,-ამბობს პედაგოგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203